,,ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ”- მარინა კალიურანდი

,,ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად,”- ამ სიტყვებით ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე, უმრავლესობის წევრის, მაია ბითაძის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

ევროპარლამენტარმა კომიტეტზე, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავენ, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები გაიხსენა.

,,ევროპარლამენტმა სჯობს საკუთარ თავზე იზრუნოს. რატომ გვკარნახობენ რა გავაკეთოთ. მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ ომში”, – ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. თუ გსურთ, ციტატების ორი ფურცელი მაქვს და შემიძლია გავაგრძელო. ყველა ციტატის გაგონება გსურთ? იმის თქმა მინდოდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, არის ბრალდებები პარლამენტის წევრების მიმართ, არის ბრალდებები ევროპის პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციების და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, ეს მოულოდნელად არ მიგვიღია. ეს არის თქვენი ხელმძღვანელობის კონკრეტული განცხადებები, რომლებიც ჩვენ გვესმის და ვიღებთ აქ, ბრიუსელში. და მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, თუ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დისკუსია საქართველოში პოლარიზაციას იწვევს. ჩვენი რჩევა იქნება, არ დაადანაშაულოთ სხვები, სარკეში ჩაიხედეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად,”- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები