„ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს წინ წაიწიოს“ – მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნული განცხადება ევროდეპუტატმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„ევროპარლამენტი ახლოდან აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ასევე, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები ხალხის სტატუსსა და უფლებებს. როგორც უკვე ვახსენე, წინა სექტემბერს ჩვენი მისია საქართველოში განსაკუთრებით რელევანტური იყო, ვინაიდან EUMM-იდან კოლეგებთან ერთად შევძელით საოკუპაციო ხაზის მონახულება. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მცდელობებს წინ წაიწიოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის მეშვეობით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებით, იმ ხალხისადმი მიწვდომის მცდელობებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ, როგორც ნაჩვენებია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” სამშვიდობო ინიციატივით“ – აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა.

 

 

მსგავსი თემები