ფინეთში, 76 წლის კაცი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 121 000 ევროთი დააჯარიმეს

ფინეთში, მულტიმილიონერი ბიზნესმენი სიჩქარის გადაჭარბების გამო, €121,000 ევროთი დააჯარიმეს. ანდერს ვიკლოფი სიჩქარის 32 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის დაჯარიმდა.

,,მე ნამდვილად ვნანობ ამ საკითხს,” – განუცხადა 76 წლის ანდერს ვიკლოფმა ადგილობრივ მედიას.

76 წლის ბიზნესმენს 10 დღით მანქანის მართვა აეკრძალა.

მსგავსი თემები