2008 წელს რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება – კახა კალაძე

თბილისის მერმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ევროპარლამენტარების მისამართით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა. კახა კალაძე  მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს საქართველოს უცხოელი მეგობრების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ შეშფოთება გამოიხატა.

„ახლა გაიგეთ, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა? ახლა მოისმინეთ პირველად? მაკრონის განცხადებები არ მოგისმენიათ? სხვა, ჩვენი უცხოელი მეგობრების განცხადებები არ მოგისმენიათ ამასთან დაკავშირებით? ქალბატონ ვიოლას განცხადება არ მოგისმენიათ? რა თქმა უნდა, ევროპულ მომავალზე იყო საუბარი და
მოვისმინე. არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი. ზელენსკის განცხადება გაქვთ მოსმენილი? მესმის, რომ მწარეა სიმართლე და არ სურთ, მისი მოსმენა. ის ბედურება, რაც 2008 წელს მოხდა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები დავკარგეთ, უამრავი ადამიანი დაიღუპა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რა იყო, რა ნაბიჯები გადაიდგა ე.წ. მეგობრების მხრიდან? მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

მსგავსი თემები