,,არ მიმაჩნია სწორად, რომ სიძე-პატარძლისთვის სასტუმროში თავზე დადგომა და ქვეყნის ინტერესების ასე დაცვა, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოს”- ხვიჩია

,,არ მიმაჩნია სწორად, რომ სიძე-პატარძლისთვის სასტუმროში თავზე დადგომა და ქვეყნის ინტერესების ასე დაცვა, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით,”პოლიტიკურად სწორი არ მგონია ის, რომ ქვეყნის პროდასავლურ პოლიტიკას საფრთხე აქვს, ამას ვაპროტესტებდეთ სასტუმროში ჩამოსული სტუმრების არშესაშვებად”.

,,ჩვენ სინამდვილეში სხვა გზები უნდა მოვიფიქროთ იმისთვის, რომ ფრენებს კი არ ვაპროტესტებდეთ, არამედ პრორუსულ პოლიტიკას და გააზრებული გვქონდეს, რა იქნებოდა ანტირუსული პოლიტიკა. ამის გააზრებით შეიძლება ყველაზე მეტად ამის გაპროტესტება და არა სიძე-პატარძლის სარეცელთან. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, ალტერნატივად ქართველ ხალხს რას სთავაზობს. თორემ „ქოცები“ რომ არასწორი გზით მიდიან, ამას ხალხი ისედაც დაინახავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები