,,ვისი ბრალი იქნება სტატუსს რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება”- მეუფე იაკობი

,,ვისი ბრალი იქნება კანდიდატის სტატუსს რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება?,”- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა, იმ ადამიანების მისამართით განაცხადა, ვინც მთავრობას რუსს უწოდებს.

,,დღეს რომ გამოდიან და იძახიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ საქართველოზე გადაწყვეტილება, ის კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობა, მთავრობა რუსია, რუსია, რუსიაო, ევროპაში მერე გეტყვიან, ახლა უყურებენ, ხალხი გამოდის და დაიჯერებენ, ამათ დაუჯერებენ და ესე იგი, ახალგაზრდობასაც რომ იყოლიებენ, მე მინდა რომ ახალგაზრდობამ გადახედოს, ვისი ბრალი იქნება რომ არ მოგვცენ, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? ესე იგი ვინ გამოდის რუსი? ეს ვის აწყობს, საქართველო რომ მძიმე მდგომარეობაში იყოს. ევროპა თუ იძახის და დასავლეთი თუ იძახის, რომ რუსს აწყობს, მაშინ ესენი ვინ გამოდიან, რომლებიც წინა დღეებში დარბოდნენ იმასავით, მაპატიეთ გამოთქმისთვის, ქაჯებივით, ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ რა. შეიძლება ასე? შეიძლება საქართველო ასეთ სიტუაციაში ჩავაყენოთ? ვინ ხართ, რა ავტორიტეტი გაქვთ ბოლოს და ბოლოს, ვის უპირისპირდებით. არ გეშინიათ? ღმერთი კაი, არა გწამთ, მაგრამ ხალხის არ გეშინიათ? ვისი სახელით ლაპარაკობთ?”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი თემები