„სპეცოპერაცია ომად გადაიქცა“ – „ვაგნერის“ ხელმძღვანელი

სისასტიკით გამორჩეული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბოლო პერიოდში პოლიტიკურად საკმაოდ აქტიურობს. სხვადასხვა განცხადებასაც აკეთებს და არც რუსეთის თავდაცვის უწყების კრიტიკას ერიდება.

ევგენი პრიგოჟინი ამჯერად განცხადებას ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აკეთებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაცია ომად გადაიქცა.

„ახლა იქ ომი მიმდინარეობს. დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია გადაიქცა სრულმასშტაბიან ომად. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბელგოროდში, კურსკსა და ბრიანსკში აფეთქებებია და ადამიანები კვდებიან“, – აცხადებს პრიგოჟინი.

„ვაგნერის ხელმძღვანელი“ კრიტიკას რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიმართაც აკეთებს და აცხადებს, რომ არაფერს აკეთებენ საზღვრების დასაცავად.

„ეს მათი პასუხისმგებლობაა. ისინი არ წარმოადგენენ თავდასხმის სამინისტროს, ისინი არიან თავდაცვის სამინისტრო, ამიტომ ვალდებულები არიან ქვეყანა დაიცვან“, – აცხადებს პრიგოჟინი.

მსგავსი თემები