ბათუმსა და ნოვოროსიისკს შორის საზღვაო გადაზიდვები აპრილში დაიწყო – ArmenPress

სომხური გამოცემა ArmenPress-ის ინფორმაციით, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან დაიწყო.  ტვირთის გადაზიდვა სომხეთის მთავრობის სუბსიდიით ხორციელდება.

„არმპრესსთან“ საუბარში „SI&M INTERNATIONAL“-ის დირექტორმა დავით ილოიანმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით უკვე ორი ტვირთის გადაზიდვა  განხორციელდა.

,,დღეს, ჩვენს გემებს 350 კონტეინერის გადაზიდვა შეუძლიათ. 18 აპრილს, ჩვენ ჩვენ წარმატებით შევასრულეთ ჩვენი პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ერთ რეგულარულ ყოველკვირეულ რეისს ნოვოროსიისკისა და ბათუმს შორის და უკან. პარალელურად, მოთხოვნასთან ერთად, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შევძლებთ რომ გავზარდოთ გადაზიდვის რაოდენობა 2-3-მდე. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ რეგულარული, სტაბილური ტრანსპორტირება შევასრულოთ კვირაში ერთხელ,” – აცხადებს ილოიანი.

მსგავსი თემები