,,დავინახე თუ არა მივხვდი, რომ კარგი ფოტო გამოვიდოდა”- ”დღის ფოტოდ” ქცეული კადრის ისტორია

სოციალურ ქსელში ”დღის ფოტოდ” ქცეული კადრის ისტორიას, თავად ფოტოს ავტორი გოგა ხაჩიძე დეტალურად აღწერს. მისი თქმით, ფოტო მარჯანიშვილის მიწისქვეშა კვეთაზეა გადაღებული.

,,ამ ფოტომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, სად? ვინ? როდის?… რომ მინდა მოვყვე: დღეს, მოვდიოდი მანქანით, მარჯანიშვილის მიწისქვეშა კვეთაზე ჩავუარე ამ ამბავს, დავინახე თუ არა, ზუსტად მივხვდი რომ კარგი ფოტო გამოვიდოდა.

ცოტა მოშორებით გავაჩერე მანქანა, ფეხით სწრაფად მოვბრუნდი და დავიწყე გადაღება. როდესაც მივუახლოვდი 2 კადრი კიდევ გადავიღე და ვკითხე ფოტო გადაგიღეთ და პრობლემა ხომ არაათქო, თან ცერა თითის აწევით ვანიშნე – კარგი სცენაა მეთქი.

– არაა პრობლემა. გაიღიმე ფოტოს გვიღებსო, ფეხზე მდგომმა უთხრა ჩაცუცქულს და ისიც წამოიმართა და რა თქმა უნდა სრულად გაქრა ბუნებრიობა.

თუმცა ის ფოტო მანამდე მქონდა გადაღებული,”- წერს გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

მსგავსი თემები