,,საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით, უნდა მივანიჭოთ ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია”- ტრისტან წითელაშვილი

ვალერი კვარაცხელიას შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას  ტრისტან წითელაშვილიც ითხოვს. წითელაშვილის თქმით, მისი და საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით,  ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია უნდა მიენიჭოს.

,,ჩემი აზრით და საქართველოს მოსახლეობის 90%-ის აზრით, მართლაც უნდა მივანიჭოთ ირაკლი ღარიბაშვილს ნობელის პრემია, რადგან დღეს საქართველო დაიარებაა დანის პირზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ როგორმე ააცილოს, ის პროვოკაციები, რომელი პროვოკაციებიც მომდინარეობს აშშ-დან საქართველოს წინააღმდეგ და აქ ჩანერგილი აგენტურის წინააღმდეგ, რომელი აგენტურაც დღეს გააქტიურებული არის ქალბატონი კელი დეგნანის მიერ. პრემიერი მადლობისთვის არაფერს არ აკეთებს, ის აკეთებს საქართველოსთვის ყველაფერს, საქართველოს მოსახლეობისთვის და ამიტომ, მადლობელი იქნება თუ არ იქნება, მაგას ჩემთვის არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გადავდგათ ის ნაბიჯი, რა ნაბიჯიც დაიმსახურა საქართველოს პრემიერმა მშვიდობასთან დაკავშირებით” – განუცხადა ტრისტან წითელაშვილმა ტვ პირველს.

,,კარგი ამინდია, ბომბები არ გვაცვივა თავზე”- ვალერი კვარაცხელია ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს

მსგავსი თემები