ევროკავშირმა Meta რეკორდული 1,2 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Meta რეკორდული 1,2 მილიარდი ევროთი დააჯარიმა,  კონფიდენციალურობის წესების შეუსრულებლობის გამო.

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის ცნობით, ,,მეტამ“ დაარღვია ევროკავშირში მოქმედი მონაცემთა დაცვის მთავარი პრინციპი და „ფეისბუქის“ ევროპელი მომხმარებლების პირადი მონაცემები აშშ-ში ისე გადააგზავნა, რომ სათანადოდ არ უზრუნველყო მათი დაცულობა.

მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებაში განაცხადეს, რომ „მეტას“ მიერ ევროპელი მომხმარებლების მონაცემთა აშშ-ში გადაგზავნის დროს გამოყენებული ლეგალურ ინსტრუმენტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომელიც ექმნება მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს.

გადაწყვეტილებას კომპანია „მეტას“ წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.

„ეს გადაწყვეტილება არის ხარვეზები, გაუმართლებელი და ქმნის სახიფათო პრეცედენტს უამრავ სხვა კომპანიისთვის, რომლებიც გადასცემენ მონაცემებს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის“, – განაცხადეს Meta-ს გლობალურ საქმეთა პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა და მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა ჯენიფერ ნიუსტედმა.

მსგავსი თემები