,,ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა”- ნიდერლანდების ელჩი

,,ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა,”-  ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მარია ქრისტინა ვან კოლდამმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ნიდერლანდები ევროკავშირის განცხადებას უერთდება.

,,რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა ორი განცხადება გაავრცელა, ნიდერლანდები ევროკავშირის წევრია და, რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა. ასევე გამოხატავს შეშფოთებას ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენ ევროკავშირის ამ განცხადებას ვიზიარებთ”,- განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები