გლდანში ავტომობილს ხე დაეცა – დაშავდა ერთი ადამიანი

გლდანში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე ავტომობილს დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 2 ავტომობილი და ელექტროგადამცემი სადენები.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს.

 

მსგავსი თემები