გერმანიის კანცლერი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ღიად ადასტურებს მხარდაჭერას აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება.

როგორ შოლცი განმარტავს, ბაიდენმა ზუსტად იცის, რა უნდა გაკეთდეს მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად. მან ყოფილი პრეზიდენტი ტრამპიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის განხეთქილებას იწვევს.

„ვფიქრობ, მოქმედი პრეზიდენტი უკეთესია, ამიტომ მინდა, ხელახლა აირჩიონ… ყველა თუ ერთმანეთის წინააღმდეგ წავა, კარგი მომავალი ვერ დადგება. ყოფილი პრეზიდენტი მხარს უჭერს ქვეყანაში დიდ განხეთქილებას“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.

მსგავსი თემები