„ციხეში ვიქნები თუ გარეთ, ბრძოლა არ შეწყდება“ – ელენე ხოშტარია

პარლამენტის ყოფილი წევრი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს რომ მას რა სანქციაც არ უნდა გამოუტანონ, ბრძოლა გაგრძელდება. ხოშტარია, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს, ახლა  სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

„არც ერთ მდგომარეობაში, მე მათთან ბრძოლას არ შევწყვეტ. რა სასჯელს მომისჯიან არ ვიცი, ჯარიმა იქნება თუ რაც იქნება, ბრძოლა გაგრძელდება, ციხეში ვიქნები თუ გარეთ ვიქნები, არ დავნებდები.ჩემი ძირითადი ენერგია მიდის კოორდინირებისკენ ყველასთან, რომ პროტესტი ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს. გავეშებული პოლიცია დგას რუსეთის სადარაჯოზე. ესენი პოლიციელები არ არიან. მე მათ ვუთხარი, რომ „მოხვდებათ“ და ასეც იქნება.  გავეშებული კლიმიაშვილი იყო საკმაოდ აგრესიული, ფიზიკურად სცადა ჩემი გაგდება და მე მას შევეწინააღმდეგე,  ფიზიკურად შევეწინააღმდეგე. ამ დროს მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი დაკავების შესახებ“ – აცხადებს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ხოშტარია კახეთში დააკავეს. მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა ყვარლის ტბასთან აქტივისტები რუსულ ქორწილს აპროტესტებდნენ.

მსგავსი თემები