,,თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, უფლება აქვს შემოვიდეს”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში. მისი თქმით,  საქართველო არ  უერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა მიღებული.

,,თუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მას აქვს სრული უფლება, შემოვიდეს ქვეყანაში. ჩვენ გავაკეთეთ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე, მიკიბმოკიბვის გარეშე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, ეს გადაწყვეტილება მიღებული და გაკეთებულია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”,- აცხადებს კახა კალაძე.

მსგავსი თემები