ავტოსაგზაო შემთხვევა კასპში – დაშავდა 8 ადამიანი

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაჩერებულ მიკროავტობუსს საპირისპირო მხრიდან მომავალი მიკროავტობუსი შეეჯახა. დაზიანებები რვა მგზავრმა მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

მსგავსი თემები