,,კარგი ამინდია, ბომბები არ გვაცვივა თავზე”- ვალერი კვარაცხელია ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს

ვალერი კვარაცხელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი  იმსახურებს დაფასებას პირველ რიგში ქართველი ხალხისგან.

როგორც კვარაცხელია აცხადებს, ”მთელი ქართული საზოგადოება, მისი ელიტა და ხალხი უნდა იყოს მადლიერი იმისათვის, რომ მშვიდობა შენარჩუნებულია და მშვიდობის შენარჩუნების გარანტიებიც იქნება”.

,,თქვენ საშუალება გაქვთ რუსთაველის პროსპექტზე იდგეთ და ჩემგან ინტერვიუ აიღოთ, ხალხი დადის სეირნობს საქმეზე მიდის, მზე ანათებს, ზაფხულია, კარგი ამინდია, ბომბები არ გვაცვივა თავზე, რაც სრულიად ადვილად შეიძლებოდა მომხდარიყო, ისევე როგორც მოხდა ეს უკრაინაში. არავინ არ ფიქრობდა, რომ უკრაინაში ის ტრაგედია დატრიალდებოდა, რამაც უკრაინა დაანგრია და მილიონობით სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ მოხდა.

ჩვენთანაც, რომ არ ხდება ასეთი ამბავი და რომ არ მოხდეს ხვალ და ზეგ, ამ საქმეში უზარმაზარი წვლილი შეიტანა საქართველოს მთავრობამ და კერძოდ მისმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა. ქართველ ხალხს ალბათ აქვს იმისი უფლება და იმის საშუალებაც მიეცემა, რომ მისი მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც იღვაწა მშვიდობის გადასარჩენად და მშვიდობის შესანარჩუნებლად წარდგენილიყოს ამ პრემიაზე,”- განუცხადა კვარაცხელიამ ”ტვ პირველს”.

მსგავსი თემები