ეროსაბჭო ირანს მორიგ სანქციებს უწესებს

ირანის მთავრობის წარმომადგენლები, ორგანიზაციები და კერძო პირები ევროსაბჭოსგან დასანქცირდებიან. როგორც ევროპის საბჭოში განმარტავენ, სანქციების მიზეზი სამოქალაქო პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობა და უფლებების მაქსიმალური შეზღუდვაა.

„ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაწესდეს შემაკავებელი ზომები დამატებით ხუთ ფიზიკურ პირსა და ორ სუბიექტზე, რომლებიც პასუხს აგებენ ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე “, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროპის საბჭო ავრცელებს.

გადაწყვეტილებით დასანქცირდებიან და აქტივები გაეყინებათ ირანის რევოლუციური გვარდიის საინვესტიციო ჯგუფს, რადგანაც, ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ისინი საპროტესტო აქციებს სასტიკი მეთოდებით ახშობენ. ასევე, სანქციები შეეხება სტუდენტურ ორგანიზაცია „ბასიჯს“, რომელიც, ანალოგიური სისასტიკით გამოირჩევა.

სანქციებში პოლიციელები, პროკურორები და მთავრობის წარმომადგენლებიც მოექცევიან.

მსგავსი თემები