მსოფლიო ჩემპიონის ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

ხაშურში ძიუდოისტის, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. „მოზაიკას“ ინფორმაციით, წაღებულია ფული და ძვირფასი ნივთები. შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მეტი...

,,გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანის ინტერესებს სჭირდება” – კალაძე რუსეთთან რკინიგზის აღდგენაზე

თბილისის მერი, კახი კალაძე აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის  აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითვას პასუხობს. მისი თქმით, ხელისუფლება გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სჭირდება. ,,პირველად მესმის, ჩვენთან საუბარი არ ყოფილა ამ თემაზე, არ ვიცი რაზე საუბრობთ, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის პატრიარქს ემსახურება, ავარიაში მოყვა

ავტომობილი „აურუსი“ მოსკოვის ცენტრში ავარიაში მოყვა. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილი პატრიარქ კირილს ეკუთვნის – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა მოსკოვის დროით დილის 6:30 საათზე პროსპექტ მირასა და ბოლნიჩნის შესახვევის კვეთაზე მოხდა. ვოლვო ზოლიდან გადიოდა, როცა აურუსი მას შეეჯახა. მანქანების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა. იმყოფებოდა თუ არა მანქანაში თავად პატრიარქი, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება.  მისი თქმით, ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს. „2008 წელს ბუქარესტში ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს გრძელვადიანი პერსპექტივები. ყველასთვის ნათელია, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. ასევე იმიტომ, რომ ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს“, – განაცხადა შოლცმა.

მეტი...

,,საქართველოში აქტივისტებმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ახლობლის ქორწილი ჩაშალეს” – “დოიჩე ველე”

,,საქართველოში აქტივისტებმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ახლობლის ქორწილი ჩაშალეს” – ამ სათაურით სტატიას “დოიჩე ველე” აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ   საქართველოში აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს კახეთში, სასტუმროს წინ, მას შემდეგ რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ ქორწილი იმართებოდა, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილი, ეკატერინა ვინოკუროვა ესწრებოდა. გერმანული გამოცემა კახეთში ყვარლის სასტუმროსთან განვითარებულ მოვლენებს დეტალურად აღწერს. ,,20 მაისს დილით სასტუმროს წინ აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. მედიის ცნობით, მათ სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხების სროლა დაიწყეს და ყვირილით: „საქართველოში რუსების ადგილი არაა“. პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააკავა,”- ნათქვამია…

მეტი...

თანასოფლელმა 28 წლის კაცი დაჭრა

სოფელ კაბალში 28 წლის კაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ფორმულა” ავრცელებს. ახალგაზრდა კაცს 3 ჭრილობა თანასოფლელმა დანით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

,,მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს”- ზელენსკი

,,მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია -მსოფლიოს დიდ ნაწილთან გვაქვს ურთიერთგაგება უკრაინისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დიდ შვიდეულს და აღნიშნა, რომ  უკრაინა დიდი შვიდეულის მუშაობის საპატიო მონაწილე იყო. ,,მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია. უსაფრთხოების დაცვა და გარანტიები, ჩვენი ყველა ტერიტორიისა და ჩვენი ხალხის დაბრუნება, სამართლიანობა, ჩვენი მშვიდობის ფორმულის განხორციელება. მსოფლიოს დიდ ნაწილთან გვაქვს ურთიერთგაგება ყველა საკითხზე, რომლებიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს. უკრაინა იყო დიდი შვიდეულის მუშაობის ნამდვილად საპატიო მონაწილე. უკრაინის საკითხი იყო მთავარი,…

მეტი...

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ინფორმაციას ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ლაჭყეპიანი ავრცელებს. “დაუდასტურდა სამწუხაროდ, ცოფის ვირუსი ხონის ცუგას, რომელსაც ადგილზე ხონშივე აკვირდებოდნენ და გუშინ დაიღუპა, აცერით თქვენი ცხოველები ცოფზე”, – წერს ლაჭყეპიანი.

მეტი...

,,დაზარალებულებს აიძულებდა სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის” – ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დაასაქმებას დაჰპირდა.  დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,  როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე  დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩამიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადილების საშუალებას არ აძლევდა. ,,ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული…

მეტი...

,,დღეს თბილისში რუსეთიდან თვითმფრინავები მიფრინავენ, ხვალ წავლენ ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები”- გონჩარენკო 

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო სერგეი ლავროვის გარემოცვის მიერ, საქართველოში გამართული ქორწილის გარშემო განვითარებულ  მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ფაქტობრივად, ხელისუფლება საქართველოს რუსეთს უერთებს. ,,რუსეთი არ ეყოთ, საქართველოში უნდა გაატარონ დრო და გადაიხადონ ქორწილი. კარგი არჩევანი გაუკეთებია ლავროვის შვილს, მაგრამ ქართველებმა არ მოისურვეს მისი სტუმრობა. სამარცხვინოა, რომ ქართული პოლიცია არა ქართველებს იცავს ლავროვებისგან და ვინოკუროვებისგან, არამედ, ამ არამზადებს იცავს. რა სირცხვილია, ივანიშვილი და “ქართული ოცნება” საქართველოს პუტინსა და ლავროვს უფენს ფეხქვეშ. ყველასთვის გასაგებია, დღეს თბილისში რუსეთიდან თვითმფრინავები მიფრინავენ, ხვალ წავლენ ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები. ქართველებს ეს კარგად ესმით უკრაინის მაგალითზე, მაგრამ…

მეტი...

კადიროვი ამტკიცებს, რომ დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს მისი მოშორება სურთ

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ ევროპის სადაზვერვო სამსახურები უკრაინის დახმარებით  მის წინააღმდეგ ტერაქტებს ამზადებენ, რადგან ის ხელს უშლის მათ „რუსეთის განადგურებაში“. კადიროვი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა 1990-იანი წლებიდან “ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ კავკასია რუსეთისთვის წაერთმიათ”, მაგრამ მისი თქმით, მათ ამაში ხელს უშლის. ,,ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიდან მომიშორონ…არის ინფორმაცია, რომ ევროპული სპეცსამსახურები უკრაინულის მეშვეობით ჩემ წინააღმდეგ ტერაქტებს ამზადებენ”, – აცხადებს კადიროვი. დასავლეთის სანქციები, კადიროვის თქმით, მიზნად ისახავს მოქალაქეთა უკმაყოფილების გამოწვევას, არეულობის პროვოცირებას და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს. „მაგრამ არაფერი მომხდარა, აბსოლუტურად არაფერი მომხდარა“, – განაცხადა კადიროვმა.

მეტი...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, განადგურებულია 20 რუსული დრონი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა გასული მძიმე, ე.წ. შეტევების ღამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სარდლობაში განმარტავენ, რუსეთის ძალებმა დნიპროზე შეტევისას გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ოკუპანტებმა  ტუ-95 და ტუ-22 ტიპის ბომბდამშენებიდან  9 ფრთოსანი რაკეტა და  2 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“ ისროლეს. ასევე, განხორციელდა შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით. „გავანადგურეთ 20-ივე დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა“ – აცხადებს უკრაინული მხარე. შედეგად, დაიჭრა 8 ადამიანი, განადგურდა ინფრასტრუქტურა.  

მეტი...

კრემლი აშშ-ს ომის გაღვივებაში ისევ ამხელს

რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას, დაეხმაროს უკრაინას, ომის გაგრძელებად და გაღვივებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შტატების ინტერესებში მშვიდობა არასდროს შედიოდა. როგორც აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი განმარტავს, ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს  ომის გასახანგრძლივებლად. „ვაშინგტონმა მკვეთრად გაამკაცრა მიდგომა ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. საუბარია F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემაზე. მან ამ საკითხზე მზადყოფნა დაადასტურა და ასევე თანხმობა გამოხატა  ყირიმზე ამერიკული და სხვა დასავლური იარაღის გამოყენებაზე. მსგავსი ქმედებები ადასტურებს, აშშ არასდროს ყოფილა დაინტერესებული მშვიდობით… რაც შეეხება ყირიმზე თავდასხმას, ამას განვიხილავთ როგორც თავდასხმას რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე“ – აცხადებს რუსი დიპლომატი.

მეტი...

„ძირითადად, აფეთქებები ხდება ბინაში არსებული მკვლელი დანადგარების გამო“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავართან“

„ბუნებრივი გაზის სექტორში ძირითადი პრობლემა დაკავშირებულია მოძველებულ ქსელებთან და ბინაში არსებულ ძველ დანადგარებთან, რომელიც ექსპლოატაციიდან გამოსულია და საშიშია, პირდაპირი ნაღმია“ – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან და ბინებში აფეთქებებისა და გაზის გაჟონვის სტატისტიკაზეც ისაუბრა. „ასეთი ტიპის დანადგარები სახლში არ უნდა იყოს,  ეს არის რეციდივი. მომხმარებლებს მინდა შევახსენო რომ გაზი არის ყველაზე საშიში ნივთიერება უნდა მოვსპოთ ყველა ის დანადგარი სახლიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. კომპანიებს უნდა მივუთითოთ მონიტორინგის გაძლიერებისკენ, განსაკუთრებთ რეგიონებში. ძირითადად აფეთქება ხდება დანადგარების გამო.  ასეთი დანადგარები სახლში არ უნდა იყოს. საკმაოდ ხშირია, როცა მომხმარებლები რეკომენდაციებს…

მეტი...

„მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან…?“ – ფადი ასლისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან თანაცხოვრებასათან დაკავშირებით საზოგადოების მასობრივი პროტესტი გრძელდება. საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს:  მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ, თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“ – ეს განცხადება ფადი ასლიმ გუშინ გააკეთა. მის აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ და კატეგორიულად დაგმეს მსგავსი პოზიცია.  

მეტი...

უმრავლესობა ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ორი ადგილი თავისუფალია. ვაკანტურ პოზიციებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს და აცხადებს, რომ ორი არამოსამართლე წევრის შერჩევა კონსესუსის საფუძველზე უნდა მოხდეს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და უმრავლესობა არანაირ კომპრომისზე თი შეთანხმებაზე აპირებს წასვლას და ეს მათ არაერთგზის გამოსცადეს. ოპოზიციის ერთი ნაწილი კი აცხადებს, რომ  მოლაპარაკებებში იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან,  თუ დასახელებული იქნებიან ახალი კანდიდატები და პროცესი სულ თავიდან დაიწყება. “კონსულტაციებისთვის, რა თქმა უნდა, მზად ვართ, თუმცა, არ შეიძლება დავამახინჯოთ თვითონ არსი კონსულტაციების და გავხადოთ ვაჭრობის საგანი. მათი რეალური საგანი არცერთ შემთხვევაში არ…

მეტი...

მომხმარებლებს ყველზე მეტი თანხა ელექტროენერგიაზე ჩამოეწერათ – 103 000 ლარამდე

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით, ენერგოომბუდსმენის აპარატში  12 000-მდე განაცხადი შევიდა. როგოც ემერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, საჩივრები ძირითადად ზედმეტად დარიცხულ გადასახადებს ეხებოდა. „სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად სოციალური ქსელისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოგვმართა 12 ათასამდე დაინტერესებულმა პირმა. დამცველის ინიციატივით დაწყებული საქმისწარმოება დაიწყო 18 საოქმო ჩანაწერის საფუძველზე და ძირითადად მოიცავს შშმ პირებისა და გადაადგილების სირთულის მქონე ხანდაზმული ადამიანების პრეტენზიებს კომუნალური საწარმოების მიმართ. სამსახურში რეგისტრირებული კორესპონდენციის რიცხვი შეადგენს 3513. მათ შორის ახალი განცხადებების რაოდენობაა – 1506. სექტორის მიხედვით 2022 წელს საჩივრები შემდეგნაირად გადანაწილდა:  წყალმომარაგება – 399; ელექტროენერგეტიკა – 948; ბუნებრივი გაზი –…

მეტი...