,,რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს”- ღარიბაშვილი

,,რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება,” – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მისი თქმით, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს. “დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა – მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ,  რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.  ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ; ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია.…

მეტი...

,,ჩვენ ვფლობთ სუპერძალას”- ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ვფლობთ სუპერძალას ეს არის რწმენა,ჩვენი ტრადიციები, ფასეულობები, ამ ძალთა გაერთიანებით შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას, შევინარჩუნოთ სამყარო ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობებისათვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ რთულ დროში ყველა უნდა გაერთიანდეს; “ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს რთულ დროში ყველა უნდა გავერთიანდეთ. მოდით, ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები – მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ადგილად. ბატონმა ორბანმა თავის დალასის გამოსვლაში იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა (Superpower). საქართველოს, კიდევ უფრო პატარა ქვეყანას,…

მეტი...

,,მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო, ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი”- ირაკლი ღარიბაშვილი

უდავო ფაქტია, რომ  დღეს გლობალური წესრიგი იცვლება. მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას, – ამის შესახებ  ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მისი თქმით, ერთიანობისთვის ძალას საქართველოს აძლევს ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ისტორიას და კულტურას. „რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს…

მეტი...

,,უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს”- ირაკლი ღარიბაშვილი ორბანზე

უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია. “განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად  სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია”,- განაცხადა…

მეტი...

,,სააკაშვილი იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის მიერ მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ დასურდება. მისი თქმით, პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა. „რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ეს ვიცით პაციენტის გადმოცემით, როგორც მან აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება. არც საშუალო მედპერსონალის მიერ და არც ექიმის მიერ, რადგან საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმმა და როგორც მორიგე პერსონალი გადმოგვცემს, გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია. პაციენტის გადმოცემოთ იყო გონების კარგვა, ამიტომ მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ…

მეტი...

ოზურგეთში 80 წელს გადაცილებული ქალი ხიდიდან გადავარდა

“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ოზურგეთში 80 წელს გადაცილებული ქალი ხიდიდან გადავარდა. ქალის ცხედარი კი დილით იპოვეს. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, ქალს ფეხი დაუცდა და მდინარე ნატანებში გადავარდა. თუმცა საუბრობენ თვითმკვლელობის ვერსიაც. შემთხვევამდე  ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მეტი...

,,გვინდა, დაგეხმაროთ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი”- თომას ჰაკერი

თბილისში შეხვედრებზე ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე, გვსურს, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს საქართველოში, გვინდა, დაგეხმაროთ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა განაცხა. „გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციით ვართ ჩამოსული თბილისში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე და გვინდა ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ, საქართველოში და გვინდა, დავეხმაროთ ყოველმხრივ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი. წელს მოგვიანებით გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისგან და ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ ეს შევამოწმოთ. შეხვედრები გვაქვს პარლამენტისა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან პარლამენტიდან.“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.  …

მეტი...

ვეტერანებისთვის ჩაფიძის გულის ცენტრი 143 -ე საქველმოქმედო აქციას ქედაში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 6 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 143-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ქედა; რუსთაველის ქ. N 14; ევექსის კლინიკა; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი…

მეტი...

უკრაინაში ჩამოაგდეს დრონი წარწერით – “მოსკოვისთვის”

გასული ღამის განმავლობაში კიევში და უკრაინის რიგ რეგიონებში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. კიევში საჰაერო განგაში 3 საათზე მეტხანს იყო გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოდესაში 15-დან 12 “შაჰედის” დრონი ჩამოაგდეს. ,,ოკუპანტები ღამით ისევ თავს დაესხნენ დედაქალაქს. გამოიყენეს ე.წ. კამიკაძე დრონები – საუბარია შაჰიდის დრონებზე. ასევე გამოყენებული იყო რაკეტაც. ასეთი ინტენსიური თავდასხმა დედაქალაქზე ბოლო რამდენიმე თვეში არ მომხდარა”, – აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რომ დრონებზე, რომლებიც ჩამოაგდეს ეწერა “მოსკოვისთვის”.

მეტი...

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაკარგულად 23 760 მოქალაქე მიიჩნევა – უკრაინის შსს

უკრაინას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლეონიდ ტიმჩენკოს ცნობით,  ომის დაწყებიდან დღემდე დაკარგულად ქვეყნის 23 760 მოქალაქე მიიჩნევა. მისი თქმით,  დაკარგულად მიჩნეულ ათობით ათას ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. ,,ომის დაწყებიდან რეგისტრირებული იყო 101 543 დაკარგული მოქალაქე. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ეროვნული პოლიციის ბაზაში შევიტანეთ, მერე ტარდებოდა შემოწმებები. 54 310 ადამიანი ვიპოვეთ. ძებნაში გამოცხადებული იყო 31 330 მოქალაქე, მათგან 7 570 ვიპოვეთ. ამ ეტაპზე ძებნაში რჩება 23 760 მოქალაქე – ისინი განსაკუთრებულ გარემოებებში გაუჩინარდნენ. უწყებამ ასეთი ადამიანების რეესტრი ცალკე შექმნა”, – განაცხადა ტიმჩენკომ.

მეტი...

კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თავად  რუსეთმა მოაწყო – ომის შესწავლის ინსტიტუტი

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW ) ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თავად  რუსეთმა მოაწყო. ინსტიტუტის შეფასებით, არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კრემლზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის ინსცენირებით კრემლი ცდილობს შექმნას პირობები ფართო საზოგადოების მობილიზაციისთვის. ,,რუსეთის ხელისუფლებამ ახლახან მიიღო ზომები შიდა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის თვითონ მოსკოვშიც. აქედან გამომდინარე, უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა თვითმფრინავმა გაარღვიოს საჰაერო თავდაცვის მრავალრიცხოვანი წრე და ააფეთქოს ან ჩამოაგდონ კრემლის “გულში” ისე, რომ თქვენ შეძლოთ მიიღოთ სანახაობრივი კადრები”, – ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე,…

მეტი...

გორის სოციალურ საცხოვრისში, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს, სველი წერტილებიც კი არ არის – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გორის სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. სახალხო დამცველის ინფორმაციით,  მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, ყოფილი ნარკოლოგიური…

მეტი...

ბერლინში 39 წლის კაცმა სკოლის მოსწავლეები დაჭრა

ბერლინში 39 წლის კაცმა სკოლაში 2 მოსწავლე დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, 7 და 8 წლის გოგოები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევის დროს სკოლის შენობაში 800-მდე მოსწავლე იმყოფებოდა.

მეტი...

როსტოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონით თავს დაესხნენ – გუბერნატორი

რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით,  ნოვოშახტინსკის ნავთობის ქარხანაზე ღამით დრონით თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ,,კრასნოსულინსკის რაიონის სოფელ კისელევკასთან,  ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში, უპილოტო საჰაერო აპარატი დაეჯახა ქარხნის საამქროთაშორისი ესტაკადის კონსტრუქციებს, რის შემდეგაც აფეთქდა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი მაშინვე ჩაქრა. ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეები არ მონაწილეობდნენ,”- აცხადებს გოლუბევი.

მეტი...

ნათესავ ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა – პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე – 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა. თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა,”- ნათქვამია შსს- ის მიერ გავცრლებულ…

მეტი...

,,არ გამოვრიცხავ, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს”- კალაძე

,,არ  გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს,” – ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. თბილისის მერმა შეურაცხმყოფელი უწოდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს. „არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერებები განათავსეს – უკრაინა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) No4 ენერგობლოკის ტურბინის განყოფილებაში სამხედრო ტექნიკა და ასაფეთქებელი ნივთიერებები განათავსეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციამ, 2 მაისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წარმომადგენლებთან ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ ისაუბრეს. ,,არაოფიციალური არხებით, ატომური ენერგიის მარეგულირებელი სახელმწიფო კომისია იღებს ინფორმაციას ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის სხვა საწარმოო შენობებში აღჭურვილობის, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვის შესახებ, მათ შორის სარემონტო და მექანიკურ საამქროებში და ელექტროსადგურების სახურავებზე. რუსი ოკუპანტების ახალი დანაშაულებრივი ქმედებები არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ატომური ობიექტების ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას, რომლებიც მდებარეობს ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის…

მეტი...

,,რუსეთი დღეს უძლებს, თუ ნებდება?”- თინა კანდელაკი

,,რუსეთი დღეს უძლებს, თუ ნებდება?”- ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატის იერიშს. ,,სიტყვას “მოთმინება” ძალიან ბევრი სინონიმი აქვს. მაგალითად “გაძლება”, ან “დათმობა”. თუმცა არსებობს კიდევ ერთი სინონიმი – “დანებება”. კითხვა მაქვს: რუსეთი დღეს უძლებს, თუ ნებდება? და თუ ჩვენ ვნებდებით ბოროტებას, რატომ?” – წერს კანდელაკი.   ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

მეტი...

,,ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას?”-  კალაძე

მე მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებსა და კულტურაზე, რითაც ვამაყობ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი live” განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს, ცილისწამებაა. „რატომ არ შევუერთდით სანქციებს? ამაზეა ძირითადად საუბარი. ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას? ასე ხომ პირიქით დავაზიანებთ გაჭირვებულ ხალხს, ვინც 24 საათი შრომობს ლუკმა-პურის ოჯახში შესატანად. ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?! რატომ უნდა…

მეტი...

,,კალაძე არის რუსეთუმეო და ამას ამბობს ვინ? – ლევან ხაბეიშვილი, ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში”- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს ის ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისივე განმარტებით, კონკრეტული ევროპარლამენტარების ბრალდებებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს ანტიდასავლურ განწყობას. „დღეს მე რომ ვარ ხელისუფლებაში, ეს ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურებაა. შესაბამისად, მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი ქვეყნის, ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამის გატარებას და ამაში აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. კალაძე არის რუსეთუმეო და ამას ამბობს ვინ? – ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო,…

მეტი...