სისხლიანი გარჩევა გოგებაშვილზე – ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ

ამ წუთებში, თბლისში, გოგებაშვილის ქუჩა მთლიანად გადაკეტილია, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ეს ის ადგილია, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, მეორე კი ადგილზე გარდაიცვალა. დაპირისპირებაში მონაწილეები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

მსგავსი თემები