,,ივანიშვილის მიმართ სანქციების შემოღება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია”- ოლექსი გონჩარენკო

,,ივანიშვილის მიმართ სანქციების შემოღება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია”- ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი  ოლექსი გონჩარენკოს სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.

რადას დეპუტატი აცხადებს, რომ ივანიშვილი მთლიანად კრემლის კონტროლს ექვემდებარება.

,,საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ ჩემ შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა.  ფრენსის ფუკუიამა ნაძირალა გონჩარენკოსთან ერთად ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.  ივანიშვილი, რომელიც მთლიანად კრემლის კონტროლს ექვემდებარება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო მოსკოვს დაუახლოვდეს, ამიტომ მის მიმართ სანქციების შემოღება კრემლზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია”,– წერს გონჩარენკო. 

მსგავსი თემები