დაჭრილია ცნობილი მსახიობის ოჯახის წევრი

ვერაზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი ცნობილი მსახიობის ოჯახის წევრია. დაჭრილია ზინაიდა კვერენჩხილაძის შვილიშვილი გიჩო მარგველაშვილი. არსებული ინფორმაციით, მისმა დაცვამ თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

გოგებაშვილის ქუჩა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ადამიანი, დაჭრილია ორი მამაკაცი. დაცხრილულია ირგვლივ გაჩერებული მანქანები. ერთ-ერთი დაჭრილი პირი კი რიგითი გამვლელია, რომელიც მარკეტში იმყოფებოდა.

გამოძიება სს კოდექსის 108 მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები