,,მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შევქმენით პოლიტიკური ჯგუფი, რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები”- გოცირიძე

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს.

,,დღეს მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შევქმენით პოლიტიკური ჯგუფი (ფაქტობრივად, ფრაქცია), რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები პარლამენტის როლთან დაკავშირებით. ის ორგანიზაციული და პოლიტიკური ბერკეტები, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ცოტათი უფრო გაგვაძლიერებს ჩვენს საქმიანობაში.
სახელის შერჩევის პროცესში ვართ და დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით:)
ერთი სავარაუდო სახელი არაფორმალურად დავტესტეთ პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებში და კრიტიკის ქარცეცხლი დაგვაყარეს. დავრწმუნდით, რომ სწორს გვეუბნებოდნენ,”- წერს გოცირიძე.

მსგავსი თემები