„რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს“ – შეხვედრა ბელგიისა და  ნიდერლანდების პრემიერებთან

ორი ქვეყნის – ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართეს.  როგორც პრემიერებმა აღნიშნეს, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ზელენსკის.

„რაც უკრაინაში ხდება, ეს არის ომი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით. შეგიძლიათ, ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს და მან პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულსა და უსამართლობაზე, რომელსაც ამ საშინელ ომში უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ყოველდღიურად ახორციელებს“, – აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ პრეზიდენტ ზელენსკისთან.

ბელგიის პრემიერმა კი აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად ახალ პაკეტზე მუშაობენ.

„ბელგია უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტზე მუშაობს. ბელგია დგას უკრაინის გვერდით და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საჭიროა. ომის დაწყების შემდეგ ბელგიურმა სამსახურებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს 180 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის რუსული აქტივები ჩამოართვეს. ასევე განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, სრულად გამოვიყენოთ რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად და უკრაინის რეკონსტრუქციისთვის“ – განაცხადა პრემიერმა ალექსანდერ დე კრომ.

მსგავსი თემები