,,ყველას გვსურს აქ, ჰააგაში სხვა ვლადიმერი ვიხილოთ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ყველას გვსურს აქ, ჰააგაში სხვა ვლადიმერი ვიხილოთ”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დარწმუნებული ვარ, ყველა ვიხილავთ ამას, როგორც კი გავიმარჯვებთ – ჩვენ კი გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეწვია.

შეგახსენებთ, მარტში, ჰააგამ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების საერთაშორისო ორდერები გასცა.

მსგავსი თემები