თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, პესკოვის განცხადება, რომ კრემლზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას, სიცრუეა.
მისი თქმით, აშშ უკრაინას არ კარნახობს, როგორ დაიცვან თავი.
„ჩვენ უკრაინელებს არ ვკარნახობთ, როგორ დაიცვან თავი და არც მათ მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე ვაძლევთ ბრძანებებს. ჩვენ არავინ წაგვიხალისებია უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმის განხორციელებაში. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მოხდა. ახლა ამის შეფასება ხდება. შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამაში აშშ-ის მონაწილეობა არ ყოფილა. რაც იყო, ჩვენ არ გვეხებოდა. ჩვენ არაფერი გვქონდა ამ საქმესთან საერთო. აშკარაა, რომ პესკოვი იტყუება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.