,,სტატიებისთვის სჭირდება „ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა”- მდინარაძე სააკაშვილზე

,,სტატიებისთვის სჭირდება „ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს,” – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გონება დაკარგა და რკინის მაგიდას თავი დაარტყა.

მდინარაძის თქმით, ” ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი.”

,,რკინის მაგიდა არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინის მაგიდას ჩამოარტყა თავი, რაღაც მეტი დრამატიზებისთვის, ამ თემის მეტი გაბერვისთვის. სინამდვილეში ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი. ერთი მილიონი და მეტი უკვე გადარიცხულია ოფიციალურად ლობისტებისთვის და არაოფიციალურად, რა ჯდება და ის შეკვეთილი სტატიები ასე მარტივად რომ არ გაივლიდა, ესეც ძალიან კარგად ვიცით და ამ სტატიებისთვის სჭირდება “ნიუსის” საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს. ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს. ამაში ხდება ფულის გადახდა, ამ მავნებლობაში. კონკრეტული შეკვეთილი სტატიებით თავის როლს ასრულებენ, გასაგებია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ამ „ფეიკებსაც“ საბედნიეროდ წარმატებით უმკლავდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები