,,ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობს”- გიორგი ჩალაძე

გიორგი ჩალაძის განცხადებით, ,,ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობს.

ჩალაძე  ზურაბ ჩხაიძეს ”ჭორიკანად გადაქცეულ პოლიტიკურ სპიკერად” მოიხსენიებს.

,,გუშინდელი გონების კარგვის ეპიზოდი არის უკვე რეგულარული ხასიათის. ეს არის ის, რაც დაწერილი იყო სახალხო დამცველის და სხვა ექსპერტების დასკვნებში, რომ ეს ესე მოხდებოდა.ბატონ ზურას შეუძლია ოჯახში უთხრას, რომ ის მონაწილეობს, საჯაროდ შეგვიძლია ვთქვათ, ის მონაწილეობს ბატონი პრეზიდენტის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის საქმეში. ეს არის ჭორიკანად გადაქცეული პოლიტიკური სპიკერი, სამწუხაროდ დამწყებია და არ აქვს გამოცდილება არ იცის, როგორ დაიმკვიდროს პოლიტიკაში თავი და აი ამას აკეთებს”, – განუცხადა გიორგი ჩალაძემ ”ტვ პირველს”.

მსგავსი თემები