ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო, არის მსხვერპლი

თბილისის ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაპირისპირებაში დაახლოებით 15 ადამიანი მონაწილეობდა, არის მსხვერპლიც.  გოგებაშვილის ქუჩაზე ამ წუთებში სამართალდამცავები იმყოფებიან, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც მუშაობენ, რომლებსაც დაჭრილები გადაჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ადამიანი. დაჭრილია ერთი ადამიანი, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები