ხანძარი რუსეთში – სტავროპოლის ოლში მაზუთის კასრებს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, სტავროპოლის ოლში ერთ-ერთი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მაზუთის კასრებს გაუჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით,  500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელებული ხანძარი კოლაკიზებულია.

„ტაშკას ფერმაში შპაკოვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ევრობეტონის ქარხნის მახლობლად, ღია ტერიტორიაზე. იწვის კასრები“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურში.

რაიონულ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

,,შეფასდება ფედერალური კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოება. აუდიტის შედეგების საფუძველზე განიხილება პროკურატურის რეაგირების ღონისძიებების გატარების საკითხი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები