,,საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ” – კრამონი

,,საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.

ბუნდესტაგის დეპუტატის კონსტანტინ კულეს განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად კლასიფიკაცია მყისიერად შეამცირებს გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას.

,,ბოლო პერიოდამდე კონსტანტინ კულეს მეც დავეთანხმებოდი, მაგრამ საქართველოს მთავრობა იმდენად ახლოსაა კრემლთან, რომ რუს უფლებადამცველებს საზღვრიდან უკან აბრუნებენ, დისიდენტების ექსტრადირებაც მოსალოდნელია და აღარ ვარ დარწმუნებული. მოლდოვა სხვა შემთხვევაა”,- წერს კრამონი.

მსგავსი თემები