„ჰქონდა „პრიორიტეტული“ ბავშვების სია”- 13 წლის მოზარდი თავდასხმას  კვირების განმავლობაში გეგმავდა

პოლიციის ცნობით, 13 წლის მოზარდმა, რომელმაც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის სკოლაში რვა სკოლის მოსწავლე და დაცვის თანამშრომელი მოკლა,  თავდასხმას  კვირების განმავლობაში გეგმავდა.

პოლიციის ინფორმაციით,  თავდასხმაში ეჭვმიტანილს  „პრიორიტეტული სია“ ჰქონდა, თუ ვინ უნდა მოეკლა პირველად.

ეჭვმიტანილი, რომელიც, სავარაუდოდ, მამის იარაღს იყენებდა თავდასხმის შემდეგ დააკავეს. დააკავეს მისი მშობლებიც.

როგორც  Associated Press იტყობინება, ბრალდებულმა მკვლელობის შემდეგ პოლიციაც კი გამოიძახა, რადგან თვლიდა, რომ ამის გაკეთება სწორი იყო.

სროლა სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში – დაიღუპა ცხრა ადამიანი

მსგავსი თემები