ვრცელდება ვიდეოკადრები, როგორ ესვრის გოგებაშვილზე მამაკაცი მამაკაცს

ფეხებში დაჭრილ გიჩო მარგველაშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ვრცელდება ვიდეოკადრები, როგორ ესვრის მას საბა გახოკია. შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილაზე დღის განმავლობაში ხდება, როცა ქუჩაში სხვა ადამიანები გადაადგილდებიან.

გახოკიამ მარგველაშვილს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როცა ის ქუჩაში ტელეფონზე საუბრობდა. ჩასაფრებული გახოკია კორპუსის კუთხიდან მას უკნიდან მიეპარა და დაახლოებით 2 ნაბიჯის მანძილზე ფეხებში ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა. მაგრველაშვილის გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი გადაადგილდებოდა, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

მარგველაშვილი ადგილზე დაეცა, გახოკიამ კი ისევ იმ მიმართულებით წავიდა, რა მიმართულებიდანაც ის მარგველაშვილს მიეპარა. ამ დროს, იქვე მდგომი მარგველაშვილის დაცვა გაეკიდა გახოკიას და რამდენჯერმე ესროლა, რა დროსაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული საბა გახოკია 38 წლის იყო.

მსგავსი თემები