,,იგულისხმება ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება”- მამუკა მდინარაძე ორბანის განცხადებაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ორბანმა ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება იგულისხმა.

„აქ იგულისხმება ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრება. პატარა ქვეყანა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის მეზობლად ცხოვრობს, არის ოკუპირებული და ამ უდიდესი გამოწვევის, უდიდესი პრობლემის, საფრთხის წინაშე როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა და გამონახო ყველა გზა ეროვნულობისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, შენს ხალხზე ზრუნვისათვის და არა ისე, როგორც ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი ზრუნავს სხვისი დავალებების შესრულებაზე. ამას გულისხმობდა და, რა თქმა უნდა, ჩრდილში ყოფნა ვერ წარმოუდგენია ვერცერთ ადამიანს, რომ ორბანი გულისხმობდა გავლენის ქვეშ ყოფნას. თქვენ გინდათ, რომ დაინახოთ გავლენის ქვეშ ყოფნა და ჩვენ ამაში ვხედავთ ოკუპანტის მეზობლად ყოფნას, ეს რომ მარტივი არ არის და ეს არის უდიდესი გამოწვევა. ოკუპანტი ქვეყანა გვყავს ერთ-ერთი მეზობელი, თავისი მასშტაბებით და თავისი ყველაფრით ამ ფონზე უდიდესი სირთულეა, რომელ სირთულესაც ჩვენ ვძლევთ, საბედნიეროდ, და მაგალითი უნდა აიღოს ყველამ, რომ ასეთი სირთულეების ფონზე ჩვენ ვახერხებთ იმას, რასაც ვახერხებთ, დავდივართ ბეწვის ხიდზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის ვიქტორ ორბანმა განაცხად: „შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“.

მსგავსი თემები