კრემლის რეზიდენციაზე უკრაინის თავდასხმის უკან აშშ დგას – ამის შესახებ რუსეთი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპიკერ დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მსგავსი მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი უკვე აკეთებს იმას, რასაც აკეთებენ. მას ეუბნებიან, რომ გააკეთოს“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.