,,20 მაისამდე ეს პროცესები უნდა დასრულდეს”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნები 17-20 მაისს გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის მსურველებს რეგისტრაცია 4 მაისიდან 9 მაისამდე შეეძლებათ.

,,19 აპრილს ჩვენ დავაანონსეთ და ვთქვით, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქში, გაიმართება ღია, გამჭვირვალე არჩევნები და ასეთი იქნება 63, სადაც ადგილობრივები აირჩევენ პარტიის ხელმძღვანელებს. ნაციონალურ მოძრაობაში მიღებულია გადაწყვეტილება და 20 მაისამდე ეს პროცესები უნდა დასრულდეს, იმისათვის, რომ ჩვენ მზად ვიყოთ ყველა განვითარებული სცენარისთვის როგორც ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ასევე იცით, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში. პარტია უნდა შეხვდეს გაძლიერებული და ყველანაირი არჩევნებით დასრულებული ამ პროცესს. ამიტომ, 4 მაისიდან 9 მაისამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების პარტიის თავმჯდომარეობის მსურველებს ექნებათ რეგისტრაციის შესაძლებლობა” – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

მსგავსი თემები