,,ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები”- მიხეილ სააკაშვილი

,,ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები,”- ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ”ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას. მიხეილ სააკაშვილი კლინიკას მოუწოდებს, ამოიღონ კამერის ჩანაწერები.

,,ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას.  ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი – ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.

ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.
გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი,”- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

,,სააკაშვილი იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას”- ზურაბ ჩხაიძე

მსგავსი თემები