ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

დეპუტატების განცხადებით, პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო მუშაობის თვალსაზრისით აქტიური იქნება.ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება.

,,გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს, ჩემი და ბატონი რომანის პოზიცია იცით, ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საპარლამენტო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ მაშინ, როდესაც დარეგისტრირდება საბოლოოდ ეს საკანონმდებლო ცვლილება, მე და ბატონ რომან გოცირიძეს გვექნება უკვე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი. ჯერჯერობით პოლიტიკური ჯგუფის სახელწოდება არ იცით,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები