,,ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება”- შალვა ხაჭაპურიძე

,,ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება,”- ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშილის  ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძის განცხადებას. მისივე თქმით, სააკაშილი სიმართლეს ამბობს.

,,რაც შეეხება რკინის მაგიდას, რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი შეიყვანეს. ის სიმართლეს ამბობს. რაც შეეხება ჩხაიძის განცხადებას, ჩხაიძე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და მის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება. ვნახეთ ამ სამსახურის წარმომადგენლები, რა ქმედებებს ახორციელებდნენ სასამართლო პროცესებზე. აბსოლუტურად ყველაფერს იტყუება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

,,სააკაშვილი იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას”- ზურაბ ჩხაიძე

მსგავსი თემები