„ომის პერიოდში უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 400 მილიარდი დოლარია“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის – ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერთად იმ ზარალზე ისაუბრა რაც რუსეთმა უკრაინას ომის პერიოდში მიაყენა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ეს ზარალი 400 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ეს არ არის მისი შეფასება, ეს  არის მსოფლიო ბანკის შეფასება და რომელიც მხოლოდ იმ ტერიტორიებს მოიცავს რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.

ზიანის ოდენობა მოიცავს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, მშენებლობას, ეკოლოგიურ ზიანს, ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებებს და სხვა მიმართულებას.

მსგავსი თემები