ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების გენოციდი აღიარა

უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დეპორტაცია აღიარებულია გენოციდად. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.

რეზოლუციის მიხედვით, ეს იყო უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან ძალადობრივი გზით გაყვანა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური თუ სხვა მიმართულების განადგურება, რაც კავშირშია გენოციდის შესახებ 1948 წლის კონვენციასთან.

რეზოლუციის დოკუმენტის დასახელება დაახლოებით შემდეგი შინაარსისაა: უკრაინელი ბავშვებისა და სამოქალაქო პირების რუსეთში ან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტაცია და ძალადობრივი გაყვანა.

 

მსგავსი თემები