“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს” – ბრიტანელი დეპუტატი

„მას ბრალი ედება, რომ საკუთარ სიმდიდრეს იმისთვის იყენებს, რომ ამომრჩევლების ხმები იყიდოს და ერთგული პირები დანიშნოს საქართველოს ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა არჩევანი პოზიცია არ უკავია, მას დიდი კონტროლი აქვს საქართველოს ინსტიტუტებზე”, – აცხადებს ბრიტანელი დეპუტატი ადამ ჰოლოვეი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წყალობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში კვდება.

„აშშ-მა პირადი სანქციები შემოიღო ამჟამინდელი მთავრობის მიერ დანიშნული ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ. ამასობაში, ბატონი ივანიშვილის მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილი  კლინიკაში კვდება. მისი კლინიკიდან ინფორმაციას გვაწვდიან, რომ მისი პატიმრობის განმავლობაში მას სულ აწამებენ. დამოუკიდებელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მის სისხლში მძიმე ლითონებით მოწამვლის კვალი აღმოაჩინეს“ – აცხადებს ბრიტანელი დეპუტატი.

ის მმართველ გუნდს ქვეყნისთვის ძირის გამოთხრაშიც ადანაშაულებს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყანამ მიმართულება შეიცვალა. ის მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინაში შეჭრის დასაწყისშივე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს შესაძლებლობა დაინახა და რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვა,” – აღნიშნა ბრიტანელმა დეპტატმა ჰოლოვეიმ.

 

მსგავსი თემები