პრემიერ-მინისტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს  ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და  აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. საუბრისას  ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  მარიუშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მალგოჟატა კოსიურა-კაზიმერსკა, მინისტრის აპარატის უფროსი ელჟბეტა ბოხენსკა,…

მეტი...

,,პოლონეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა”- ზბიგნევ რაუ

,,პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა,”– ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა. ზბიგნევ ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას სამუშაო ვიზიტით მოწვევისთვის საქართველოში. ,,საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში. სიმპათია, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და ასევე რუსეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ერთობლივი წინააღმდეგობის გაწევისას, რომლის მსხვერპლი არის დღეს უკრაინა, 2008 წელს კი იყო საქართველო. პოლონეთი ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას, რომ ჰქონოდა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მშვიდობა და ასევე სუვერენული…

მეტი...

,,პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”- ილია დარჩიაშვილი

,,პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გვახარებს, რომ გვყავს პოლონეთი, ასეთი ძლიერი მეგობარი“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების საქმეში. „ჩვემ გვაერთიანებს არა მხოლოდ ღრმა, ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ ასევე საერთო ინტერესები და მისწრაფებები. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მისამართით. კიდევ…

მეტი...

ზაპორიჟიეს რეგიონში 80-ზე მეტი რუსული თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ზაპორიჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 80-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. „სამწუხაროდ, დაიღუპა 1976 და 1979 წლებში დაბადებული ორი მამაკაცი“, – ნათქვამია განცხადებაში. მისივე თქმით, მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებზე 83 თავდასხმა განხორციელდა, რომელიც შედგებოდა 69 საარტილერიო შეტევისგან, შვიდი საჰაერო თავდასხმისგან, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმისგან და ორი თავდასხმისგან მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემისგან, ან MLRS. .    

მეტი...

სუდანიდან ევაკუირებული  საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოშია

სუდანიდან ევაკუირებული  საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოშია. ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ 20 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა. სუდანიდან ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე განხორციელდა, საიდანაც ისინი დღეს საქართველოში დაბრუნდნენ. სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს დროს სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იყო დარჩენილი. რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ეგვიპტეში განხორციელდა.

მეტი...

აქვს თუ არა ერდოღანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები – თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ოფიციალური ანკარა უარყოფს, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. ,,ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს უსაფუძვლო პრეტენზიებს პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ხვალ ატომური ელექტროსადგურის გახსნას ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწრება. ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ დააყენებს ეჭვის ქვეშ იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი დგას თავის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და და მისი პარტია 14 მაისის არჩევნებში გაიმარჯვებს”,- ნათქვამია განცხადებაში. ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა

მეტი...

,,მე დავბრუნდი” – სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე თავისუფალია

,,მე დავბრუნდი”- ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელიც სასჯელს აშშ-ის ციხეში იხდიდა, თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ხურციძე ავრცელებს. მოკრივე და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა ედებოდა. სასამართლომ ხურციძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ქართველი სპორტსმენი დამნაშავედ ცნეს გამოძალვასა და თაღლითურ გარიგებაში.

მეტი...

,,რუსეთი არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურებაა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ მიკოლაევიზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება. მისი თქმით, დამპყრობელი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება. ,,დამპყრობელი ქვეყანა არასოდეს წყვეტს იმის მტკიცებას, რომ ომის მთავარი მიზანი არის ტერორი და უკრაინელების და ყველაფერი უკრაინულის განადგურება. ღამით რუსეთმა მიკოლაევი შავი ზღვიდან გაშვებული ოთხი კალიბრის რაკეტით დაბომბა. მაღალი სიზუსტის იარაღი მიმართული იყო კერძო სახლების, ისტორიული შენობისა და მაღალსართულიანი შენობისკენ. ამ დროისთვის ცნობილია 1 დაღუპულის და 23 დაჭრილის შესახებ”, – წერს ზელენსკი.   რუსულმა ძალებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს – არის…

მეტი...

,,რუსული ოკუპაცია დროებითია და ის აუცილებლად დასრულდება”- ირაკლი ბერაია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, კომიტეტის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევსა და ქარძმანში, საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. პარლამენტის წევრები საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. „საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ოკუპაციის შედეგად მოწყობილი უკანონო ინფრასტრუქტურა დავათვალიერეთ, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის აღმართული. რუსული ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა და დიდი გამოწვევაა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. დღეს სწორედ საოკუპაციო ხაზზე გადის ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზი. დეოკუპაციისთვის აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გაზარდოს ზეწოლა აგრესორ სახელმწიფოზე და აიძულოს ის შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო…

მეტი...

,,ლაიქ ფეიჯი” მაქვს და ვინმეს თუ უნდა “დამაფოლოვოს”- ლევან ხაბეიშვილი

,,ლაიქ ფეიჯი” მაქვს და თუ ვინმეს უნდა “დამაფოლოვოს” – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ განაცხადა. ხაბეიშვილის გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან გაურკვეული პირები მეგობრებიდან წაშალა. ,,ნიუსი ვნახე, რომ ლევან ხაბეიშვილი გაუჩინარდაო.  უკაცრავად, რა ნიუსია, რომ ლევან ხაბეიშვილმა თანაპარტიელები მეგობრებიდან წაშალა? ვისი რა საქმეა, მე მეგობრებში ვინ მეყოლება? ახლა, მაყურებელს უნდა ავუხსნათ, რა მიმოწერები მაქვს? ჩემი პირადი ცხოვრება გაინტერესებთ? სიგიჟეა”- განაცხადა ხაბეიშვილმა ტვ პირველის ეთერში.

მეტი...

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 2279 უკრაინელი დაიბრუნა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2279 უკრაინელი გათავისუფლდა რუსული ტყვეობიდან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინელებისადმი მიმართულ საღამოს ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 26 აპრილს, კიდევ 44 უკრაინელი რუსული ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა. ,,უმრავლესობა სამხედროები არიან. სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არიან აზოვსტალისა და მარიუპოლის დამცველები, დონეცკის ოლქის სხვა ქალაქები, ხერსონის ოლქი, ხარკოვის ოლქი… უმეტესობა რიგითი და სერჟანტია. არიან ოფიცრები. ორი მშვიდობიანი მოქალაქეა. და მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა იმუშაოს ყველასთან მიმართებაში, ვინც ტყვეობაშია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მეტი...

ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა,  რის გამოც, მან ინტერვიუ შეწყვიტა. ერდოღანი  დღეს დაგეგმილ წინასაარჩევნო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ,,ექიმების რჩევით, სახლში ვრჩები”, – დაწერა ერდოღანმა ტვიტერზე. მისი თქმით, ცუდად გახდომა “დატვირთულ სამუშაოს” უკავშირდებოდა.

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 188 920 ჯარისკაცი დაკარგა – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 188 920 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 188 920; ​ტანკი – 3 694; ჯავშანტექნიკა – 7 178; საარტილერიო სისტემა – 2 887; სარაკეტო სისტემა – 542; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 293; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 461; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 805; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 352.

მეტი...

რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ხელისუფლებისგან ითხოვს თამარ გვერდწითელს, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამარხი „მეშ-ი“ ავრცელებს. აქტივისტებმა საგამოძიებო კომიტეტს და გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართეს. რუსეთის მამების აქტივისტი ანდრეი ზგონნიკოვი ამბობს, რომ რუსული საზოგადოების საყვარელი ვარსკვლავი, ”ლამაზად არ იქცევა”. მისი თქმით, გვერდწითელმა ომის დაწყების შემდეგ, გააუქმა ტური რუსეთის ფედერაციაში, შემდეგ შემოქმედებითად გაჩუმდა და ბორცვზე გაემგზავრა. ახლა კი, ყველასგან მშვიდად, ის აპირებდა აშშ-ში მოგზაურობას და ”ემიგრანტების აღფრთოვანებას რუსული სიმღერებით”. აქტივისტი ამბობს, რომ მორიგი “შემოქმედებითი დუმილის” შემდეგ მომღერალი რუსეთში ფულის საშოვნელად არ უნდა მივიდეს.

მეტი...

,,რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს, ისევე როგორც რუსეთის ფედერაცია”- ზელენსკი

,,რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს, ისევე როგორც რუსეთის ფედერაცია,”-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება. ,,დღეს ვესაუბრე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს დირექტორ გროსის. ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი არის ზუსტად ის დღე, რათა შევახსენოთ ყველას მსოფლიოში, რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. და მით უმეტეს, როცა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მიერ რადიაციული კატასტროფის საფრთხე უკვე წელიწადზე მეტია ყოველ დღე და ყოველ წუთს ჩნდება. მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ZNPP-ზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მთელი მსოფლიოსათვის. რადიაცია…

მეტი...

რუსულმა ძალებმა მიკოლაევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს – არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. იერიშის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. უკრაინული მხარის ბოლო განცხადებით, ოთხი კალიბრის რაკეტის დარტყმის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობის, პრესატაშე ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, ერთი რაკეტა მაღალსართულიან შენობას მოხვდა, მეორემ კი კერძო სახლი გაანადგურა.

მეტი...

აფეთქება ოკუპირებულ მელიტოპოლში – დაშავდა ერთი ადამიანი

დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის  მერის, ივან ფედეროვი ავრცელებს. რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ცნობით, კი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ,,დღეს დაახლოებით 5.15 წუთზე (მოსკოვის დრო) მელიტოპოლში, კიროვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში აფეთქება გაისმა. აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა”, – აცხადებენ ე.წ. ადმინისტრაციაში.  

მეტი...

,,დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი”- ჯორჯია მელონი

,,დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია” – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ რომში, უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის რეკონსტრუქცია მთელი ევროპის საქმეა. ,,მე მინდა, ვუთხრა მეწარმეებს, რომლებსაც აქ უკვე შევხვდი და უკვე ვესაუბრე ამის შესახებ: მჯერა, რომ დღეს უკრაინაში ინვესტიცია არ არის რისკი. არის ერთ-ერთი ყველაზე შორსმჭვრეტელი ინვესტიცია, რომელიც დღეს შეიძლება, განხორციელდეს” – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.  

მეტი...

„არ ვიცით გრძელვადიანი გართულებები“ – თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს,  რომ ის უკმაყოფილება და დაძაბულობა, რაც დღეს ამ მედიკამენტის გარშემო არსებობს, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გადაჭარბებულ მოლოდინს მედიკამენტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. როგორც გაბუნია განმარტავს, პირველ წელს, პრეპარატს ახასიათებს სიმაღლეში მცირედი ზრდა, თუმცა, შემდეგ წლებში ეს პროცესი გრძელდება თუ არა, დადასტურებული არ არის. „მედიკამენტს აქვს ერთი კონკრეტული ეფექტი და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენთვის საინტერესოა ეს ეფექტი, ამიტომ დავიწყეთ საუბარი მწარმოებელთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და ჯანმო-სთან. არ ვიცით გრძელვადიანი გართულებები. მიდის აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ, ხარისხის გარანტირებულად უზრუნველყოფის გზით მედიკამენტი გარკვეულ გონივრულ ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი იმ ბავშვებისთვის, ვისაც…

მეტი...

„ვოზორიდიტის“ ერთადერთი ცნობილი ეფექტი სიგრძეში ზრდაა – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პრეპარატის ერთადერთი ეფექტი მხოლოდ სიგრძეში ზრდაა. როგორც გაბუნია განმარტავს,  მას სხვა ეფექტი არ გააჩნია. „ეს არის ერთადერთი ცნობილი ეფექტი. სიცოცხლის ხარისხის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, თანმხლები დაავადებების, გართულებების, გაუმჯობესების და გადაწყვეტის კუთხით სხვა ეფექტი ამ მედიკამენტს ან არ გააჩნია, ან ჯერ მეცნიერებამ ამის შესახებ არ იცის. ამდენად, „ვოზორიდიტი“ არ განიხილება, რომ ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი“ – აცხადებს თამარ გაბუნია.  

მეტი...

„კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის“ – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი წინამორბედი, პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის სერიოზული საფრთხეა. „შესაძლოა, ერთადერთი არ ვარ, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება 2024 წლის არჩევნებში  შეუძლია, თუმცა, კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის“ – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენს სურვილი აქვს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მიიღოს მონაწილეობა. პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მისი მოსახლეობასთან მიმართვის ერთ-ერთი თემა დონალდ ტრამპი. ჯო ბაიდენი ამომრჩევლებს ტრამპთან დაკავშირებული „ექსტრემისტებისგან“ დაცვას ჰპირდება.  

მეტი...

უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს

უკრაინის ქალაქ ხერსონში ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ უკრაინელი ჟურნალისტი იტალიელ  ჟურნალისტს უწევდა დახმარებას, რა დროსაც ის მოკლეს. რაც შეეხება იტალიელ ჟურნალისტს, ის მხარში დაიჭრა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჟურნალისტს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვა,  რომელზეც იყო წარწერა „პრესა“, მათ მაინც ესროლეს.  

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა სუსტი იყო, ეპიცენტრი კი ქვემო ქართლში, დმანისის სოფელი პანტიანში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...