სი ძინპინმა ენტონი ბლინკენს 3 პრინციპი დაუსახელა

პატივისცემა, მშვიდობა, თანამშრომლობა – ეს ის პტინციპებია, რასაც ჩინეთი ამერიკისგან ითხოვს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პრეზიდენტმა სიმ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აშშ-მa და ჩინეთმა  განსხვავებების შესანარჩუნებლად და არაჯანსაღი კონკურენციის თავიდან ასარიდებლად გზები უნდა გამონახონ.

„გულწრფელები უნდა დავრჩეთ ჩვენი სიტყვების მიმართ. არ უნდა ვამბობდეთ ერთს და ვაკეთებდეთ მეორეს. ჩინეთი და აშშ  შესაძლებელია  ერთად განვითარდნენ, მაგრამ სხვადასხვა გზით წავიდნენ. ჩინეთი მოხარულია, რომ ხედავს თავდაჯერებულ, ღია და აყვავებულ შეერთებულ შტატებს. იმედი გვაქვს, ამერიკული მხარე ასევე პოზიტიურად უყურებს ჩინეთის განვითარებას“, – აღნიშნა  სი ძინპინმა ენტონი ბლინკენთამ და ყირადღება თანამშრომლობის სამ ძირითად პრინციპზე გაამახვილა.

„ბატონო სახელმწიფო მდივანო, ეს ვიზიტი რამდენიმე კვირის წინ ჩემი და პრეზიდენტ ბაიდენის სატელეფონო საუბრის დროს დაიგეგმა. იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტს ღირებულს გახდით. ჩვენი ძირითადი პრინციპებია საერთო პატივისცემა, მშვიდობიანი თანაარსებობა და მომგებიანი თანამშრომლობა“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი თემები