გამოჩნდა კიდევ ერთი მწერალი, რომელიც ამტკიცებს, რომ დონალდ ტრამპმა ის გააუპატიურა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს სექსუალური ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი ქალი უჩივის. 79 წლის მწერალი ელიზაბეთ ჯინ კეროლი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა ის გააუპატიურა. მომჩივანი  ნიუ-იორკის სასამართლოშიც იმყოფებოდა და დეტალებიც მოყვა.

„დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც მე ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება“, – აცხადებს მომჩივანი.

როგორც ქალმა სასამართლოს მოუყვა, ტრამპმა მასზე სექსუალურად  1996 წელს  ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელში იძალადა.

მსგავსი თემები