საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ადგილობრივი დროით, 12:32 საათზე მიწისძვრა მოხდა. ამის შესაებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი მამიშლარი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

,,თბილისიდან – 61კმ. ქალაქი წალკა – სამხრეთ-დასავლეთი – 19კმ. სოფელი მამიშლარი – 5კმ. 3 მაგნიტუდა (ML)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები