რა ფაქტორები უშლის ხელს საქართველოში ძირითადი სასურსათო პროდუქტის გაიაფებას – ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში“

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ   „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე სურსათის ფასების კვლევის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, პროცესები ორი მიმართულებით წარიმართა.

,,სურსათის ფასთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რაც მაღალ ფასნამატებს უკავშირდებოდა, პროცესები ორი მიმართულებით წარიმართა. ეკონომიკური გუნდი აქტიურად იყო ჩართული ქსელებთან, სადისტრიბუციო კომპანიებთან, იყო საუბარი შესაძლებლობებზე და ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რაც საქართველოში ძირითადი სასურსათო პროდუქტის სამართლიან გაიაფებას უშლიდა ხელს. ძალიან ბევრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად ყველა მსხვილ ქსელში გვაქვს პერმანენტული აქციები, სადაც ძირითადი სასურსათო პროდუქციაზე 15-30 პროცენტამდეა ფასდაკლებები, რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები. ეს ეხება მცენარეულ ზეთს, ფქვილს და სხვა ძირითადი მოთხოვნის პროდუქტებს.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროდირექტივის საფუძველზე საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელმაც უნდა დაარეგულიროს, რითეილ ქსელებსა და სადისტრიბუციო იმპორტიორ კომპანიებს შორის ურთიერთობები, რადგან გამოიკვება, რომ არის რიგი ხარჯები, რაც ფასნამატებში თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ამ კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოს განეიტრალება არაპროგნოზირებადი ხარჯების. ”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ხუთ ფარმაცევტულ კომპანიას იკვლევს – ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში“

მსგავსი თემები