თურქეთიდან შემოტანილ წამლებზე ფასების ზრდის გამო კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან შესაძლო არაკეთილსინდისიერი ქმედებების შესწავლა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტავს,  სავარაუდო შეთანხმების ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები მალე გახდება ცნობილი.

,,გასულ წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთის ბაზრიდან პარალელური იმპორტის დაშვება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო პრემიერ-მინისტრის ინიცირებით, რომელმაც  პრაქტიკულად 50-70%-იანი კლება გამოიწვია რიგ მედიკამენტებზე. აქაც იყო ერთ-ერთი ფაქტი, როდესაც თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები გაძვირდა და ეს იქნა დაკავშირებული ლოჯისტიკურ პრობლემებთან, იმასთან, რომ თურქეთშიც გაძვირდა წამლები.

ჩვენი შეფასებით, არც იმდენად გაძვირებულა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გვქონდა პოზიცია და კომპანიებს მოვუწოდეთ არ შეუქმნან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს ხელოვნურად პრობლემები, რადგან ეს ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრად იქნება შეფასებული. თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაში, სამ კომპანიაში დაფიქსირდა ფასების მკვეთრი გაძვირება. რაც შეეხება ონკოლოგიურ მედიკამენტებს, ხუთი კოპანიის შემთხევში ფიქსირდება თეთრების სიზუსტით ერთიდაიგივე ფასის შეთავაზება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ეს საკმარისი საფუძველია ჩვენთვის, რომ სავარაუდო შეთანხმების ფაქტზე მოკვლევა დაგვეწყო,”- ირაკლი ლექვინაძემ „მედიაცენტრ მთავარში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო ხუთ ფარმაცევტულ კომპანიას იკვლევს – ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში“

 

მსგავსი თემები